ზივზივაძე “კარლსრუეში” ითამაშებს

0
54

ბუდუ ზივზივაძე კარიერას მეორე ბუნდსლიგის ბინადარ “კარლსრუეში” გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ახალ კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და 19-ნომრიანი მაისური მიიღო.
ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში უნგრეთის “ფეჰერვარის” შემადგენლობაში ყველა ტურნირში 17-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა. ის კლუბის ისტორიაში მეორე ქართველი ლეგიონერია. მანამდე, “კარლსრუეში” საქართველოს ეროვნული გუნდის ექსფორვარდოი ალექსანდრე იაშვილი გამოდიოდა.
“მისი შეძენა გასული წლის ზაფხულში გვინდოდა, მაგრამ მაშინ ვერ მოვახერხეთ. ბუდუს საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს და ჩვენს თავდასხმას საუცხოოდ შეავსეს. ის უნივერსალურია და შეტევაში მრავალფეროვანია” – განაცხადა “კარლსრუეს” სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კროიცერმა.