“დინამომ” ბილენკი ისრაელში გაანათხოვრა

0
49

სტანისლავ ბილენკი კარიერას ისრაელში გააგრძელებს. თბილისის “დინამომ” ნეთანიას “მაქაბისთან” მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და უკრაინელი თავდამსხმელი ნახსენებ გუნდში იჯარით მიმდინარე წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
სტანილავ ბილენკი თბილისურ კლუბს 2022 წელს შეუერთდა და ამ პერიოდის განმავლობაში 31 მატჩი მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე თერთმეტი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემაა.
ნეთანიას “მაქაბი” ისრაელის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და 24 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა. კონტრაქტის მიხედვით, საიჯარო პერიოდის გასვლის შემდგომ ებრაულ კლუბს სტანისლავ ბილენკის გამოსყიდვის უფლება აქვს.