მამარდაშვილის კარგმა თამაშმა „ვალენსია“ ვერ იხსნა

0
13

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის თასის 1/4-ფინალში შინ ბილბაოს „ატლეტიკთან“ (1:3) მარცხის შემდეგ, ლა ლიგაში სტუმრად „ვალიადოლიდთან“ წააგო.
ვალენსიელებმა პირველი ტაიმი აქტიურად ჩაატარეს და საგოლე მომენტებიც შექმნეს. ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ „ვალიადოლიდმა“ იგდო და მამარდაშვილმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, ხოლო ერთ ეპიზოდში კარი მასთან პირისპირ დარჩენილ მეტოქეს არ დაანება. თუმცა, 90-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან დარვინ მაჩისის ჩაწოდების შემდეგ, მასპინძლების მცველმა უყურადღებოდ კარის შორეულ ძელთან მდგომი ლარინი დატოვა, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა.
„ვალენსიას“ წელს ლა ლიგაში ჯერ თამაში არ მოუგია – ერთი ფრე და 2 მარცხი. ჯენარო გატუზოს გაწვრთნილებს 0 ქულა აქვთ და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზე არიან. გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე გამორიცხული არაა იტალიელი სპეციალისტი დაითხოვონ.