სამგურალმა” ამხანაგურ შეხვეხრაში ბულგარული ,,მონტანა” 4:2 დაამარცხა და ამით პირველი შეკრება დაასრულა.
წყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ მატჩის შემდეგ განვლილი შეკრება შეაფასა:
“პირველი თურქული შეკრება ,,მონტანასთან” მატჩით დავასრულეთ. საინტერესო თამაში გამოვიდა, ბიჭებმა კარგად იმუშავეს და ბოლომდე დაიხარჯნენ. კარგია რომ მოვიგეთ, თუმცა ჩვენს თამაშში ძალიან ბევრი ხარვეზი გამოჩნდა, რაც, მზადების ამ ეტაპზე მოულოდნელი არ არის. აქ იმიტომ ვართ, რომ შეცდომები გამოვავლინოთ და მათ გამოსწორებაზე ვიმუშავოთ.

ახლა ორი დღით დავისვენებთ და 31 იანვრიდან მეორე თურქული შეკრებისთვის დავიწყებთ მზადებას. გვექნება 5 ამხანაგური თამაში, სადაც ჩამოვაყალიბებთ ჩვენს სათამაშო სტილსა და ხელწერას. რამდენიმე პოზიციაზე გვჭირდება გაძლიერება, ვცდილობთ, ფეხბურთელები დავიმატოთ და გუნდში კონკურენცია გავზარდოთ”.