მაკფადენის 20 ქულა “ბასკონიას” დასამარცხებლად არასაკმარისი აღმოჩნდა

0
6

ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში “მურსია” ვიტორიაში “ბასკონიას” სტუმრობდა და მიუხედავად საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის თად მაკფადენის კარგი თამაშისა, 80:87 დამარცხდა.
“მურსიაში” საუკეთესო მაკფადენი იყო, რომელმაც არასრულ 23 წუთში 20 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16 გამოდგა. თადმა 2-დან 1 ორქულიანი, 11-დან 5 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება რატი ანდრონიკაშვილს, ქართველი კალათბურთელი ამჯერად განაცხადში არ იყო.
მურსია” 8 მოგებით და 10 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 თებერვალს, სევილიაში “ბეტისს” დაუპირისპირდება.