შენგელიას 10 ქულა “ვერონასთან” მოგებულ მატჩში

0
12

თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მე-17 ტურში ბოლონიელებმა “ვერონას” უმასპინძლეს და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე გამოჩენილი სიზუსტის წყალობით 87:82 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 20 წუთი ითამაშა, ამ დროში კი 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8 იყო. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ააცილა.
ვირტუსს” 13 მოგება და 4 წაგება აქვს, რითაც პირველ-მეორე ადგილს “ოლიმპია მილანოსთან” ერთად იყოფს. მომდევნო ტურში ბოლონიელები 5 თებერვალს, “ბრეშას” უმასპინძლებენ.
ასევე ითამაშა ბექა ბურჯანაძის “რეჯანამ”, რომელიც სტუმრად “ბრინდიზისთან” 74:81 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 16 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.
რეჯანა” 5 მოგებით და 12 მარცხით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 თებერვალს, პეზაროს სტუმრად დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი