აზერბაიჯანში ვოლკოვმა კვერკველიას აჯობა

0
56

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის ცენტრალურ მატჩში „საბაჰმა“, რომელშიც დავით ვოლკოვი გამოდის, ბაქოს „ნეფთჩის“ უმასპინძლა, სადაც სოლომონ კვერკველია და ვატო არველაძე თამაშობენ.
ორივე გუნდში მყოფი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან ფორვარდი ვოლკოვი და ცენტრალური მცველი კვერკველია სასტარტოში იყვნენ – პირველი 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე მოედანზე 2 ტაიმი გაატარა. არველაძე თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო.
მე-7 წუთზე კვერკველიამ თავის საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი მიკელსმა გამოიყენა. 37-ე წუთზე მასპინძლებიდან მეორე გოლი კაშჩუკმა გაიტანა.
„საბაჰი“ 46 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ყარაბაღს“ 7 ქულით ჩამორჩება. „ნეფთჩი“ 38 ქულით მესამეა.