ბერიაშვილის წარმატებული დებიუტი უნგრეთში, ჭანტურიშვილის საგოლე პასი

0
46

უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში ქართველი ცენტრალური მცველის ილია ბერიაშვილის დებიუტი შედგა.
„მეზიოკიოვეშდმა“, რომელსაც 24 წლის ფეხბურთელი ზამთარში შეუერთდა, მე-17 ტურში „პუშკაშ აკადემია“ მიიღო და 1:0 აჯობა. ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი მასპინძლების განაცხადში არ იყო. „მეზიოკიოვეშდი“ 19 ქულით 12 გუნდში მე-9 ადგილზეა.
ჩეხეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ზლინმა“ ოსტრავას „ბანიკი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. მასპინძლებში ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 57-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, საგოლე პასით კოზაკს გაატანინა. „ზლინი“ 13 ქულით 16 გუნდში ბოლოსწინაა.