შენგელიას გოლი და საგოლე პასი საბერძნეთის სუპერლიგაში

0
59

ლევან შენგელიამ მიმდინარე სეზონში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „პანაიტოლიკოსს“ სტუმრად „ვოლოსთან“ გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა. მასპინძლები მე-18 წუთზე ჩირინოსმა დააწინაურა. 39-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა ლევან შენგელიამ პარტნიორისგან ბურთი მიიღო და ერთი შეხებით კარში გადაგზავნა. 68-ე წუთზე სტუმრებიდან პენალტი ჟოაო პედრომ გამოიყენა. 73-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს შენგელიამ პასი „ვოლოსის“ კართან მალის გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა. შენგელია 86-ე წუთზე შეცვალეს. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე მეზქუიდამ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის გარემარბმა ამ სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში მე-20 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. „პანაიტოლიკოსი“ 23 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.