აპოელის ქართული ტრიოს მეორე წაგება

0
43

აპოელმა, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, მიმდინარე წელს კვიპროსის ჩემპიონატში მეორე მატჩი წააგო. 21-ე ტურში ნიქოზიელები სტუმრად ლარნაკას აეკ-ს შეხვდნენ და სახლში უქულოდ დაბრუნდნენ – 1:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა და თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს. ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.
მასპინძლები მე-2 წუთზე ანხელ გარსიამ დააწინაურა, ხოლო 59-ე წუთზე ფარაჯმა მეორე გოლი გაიტანა. 88-ე წუთზე აპოელიდან თავი მარკინიოსმა გამოიჩინა.
აპოელს 46 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა – ლიდერ აეკ-ს 4 ქულით ჩამორჩება.
“ანორთოსისმა” სტუმრად “დოქსასთან” 0:0 ითამაშა. საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ ფამაგუსტელებში 2 ტაიმი ჩაატარა, ხოლო ნახევარმცველი ავთო ებრალიძე თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. “ანორთოსისი” 23 ქულით მე-10 პოზიციაზეა.