„ბორდომ“ დიჟონში მოიგო – დავითაშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა

0
42

„ბორდომ“, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი იცავს, საფანგეთის ლიგა 2-ში ზედიზედ ფრედ დასრულებული 2 შეხვედრის შემდეგ, სტუმრად დიჟონში მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ჟირონდელთა წარმატებში თავისი წვლილი დაიდო.
56-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 1:0 იგებდნენ, დავითაშვილი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ორ ფეხბურთელს გაცდა და მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, რომელიც გოლად ბარბეტმა გარდასახა.
მე-60 წუთზე დავითაშვილმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ერთ მცველს გაექცა და საჯარიმოში შესულმა პასი ბაკვას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. „ბორდო“ 36 ქულით მე-2 პოზიცაზეა და ლიდერ „ლე ავრს“ 7 ქულით ჩამორჩება.
„მეცი“ გასვლაზე „ვალანსიენს“ დაუზავდა – 1:1. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ სტუმრებში შეუცვლელად ითამაშა. „მეცი“ 32 ქულით მეოთხეა.