„სამგურალმა“ შეკრებაზე პირველი მატჩი მოიგო

0
60

წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩი ბულგარეთის „მონტანასთან“ ჩაატარა და 4:2 გაიმარჯვა.
წყალტუბოელები ნიკა ხორხელის და ნოდარ ლომინაძის გოლებით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ბულგარელებმა ანგარიში გაათანაბრეს. შესვენებამდე „სამგურალიდან“ თავი ლუკა ხორხელმა და ნოდარ ლომინაძემ გამოიჩინეს. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა.
„სამგურალის” სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: შოვნაძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, ჩიხლაძე, ნ. ხორხელი, სიმდიანკინი, ლომინაძე, კიკაბიძე, ნიქაბაძე, ლ. ხორხელი, ჯეფერსონი.
მეორე ტაიმი: ყალიჩავა, ჯამიუ, ბული, ჩიხლაძე, კიკაბიძე, ნ. ხორხელი, სიმდიაკინი, ბაშელეიშვილი, ჯუდე, ბურჯანაძე, ჩიხრაძე.
ლაშა თაბაგარი