ლობჟანიძემ მოქმედ ჩემპიონთან გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა

0
48

„ჰათაისფორმა“, სადაც საბა ლობჟანიძე ასპარეზობს, თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში შინ მოქმედ ჩემპიონ „ტრაბზონსფორს“ სძლია და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი საგოლე პასით გამოირჩა.
მე-9 წუთზე ანგარიში მაკედონიელმა ნახევარმცველმა ენეს ბარდიმ გახსნა. 47-ე წუთზე ელ კააბიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 50-ე წუთზე ლობჟანიძემ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა ტრაბზონელთა საჯარიმოში ილდირიმი მოძებნა, რომელმაც თავით ლამაზი ბურთი გაიტანა და თავის გუნდს მოაგებინა.
„ჰათაისფორი“ 20 ქულით19-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
„ანკარაგუჯუ“ შინ „გაზიანთეფთან“ 0:2 დამარცხდა. მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ბერიძე არ იყო, რომელიც თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო. „ანკარაგუჯუ“ 22 ქულით მე-12 პოზიციაზეა.