„ტორპედო“ სლოვაკებს დაუზავდა

0
62

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის აუტსაიდერ „ტატრანთან“ ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა. ქუთაისელებიდან თავი 19 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაიკე დავიდ პარეირამ გამოიჩინა, ხოლო ერთი გოლი სლოვაკემა თავის კარში გაიტანეს.
„ტორპედომ“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა: გოშაძე, ქობულაძე, სანდოხაძე, მონტეირო, გეგეჭკორი, გიგაური, სამურკასოვი, ჩიტაიშვილი, ქიმაძე, არაბიძე, ახვლედიანი.