პსჟ-მ სარაბია „ვულვზში“ გაყიდა

0
12

„ვულვერჰემპტონმა“ ფრანგული პსჟ-დან პაბლო სარაბია შეიძინა, იუწყება კლუბის პრესსამსახური.
30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ინგლისელებთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. „ვულვზი“ 30 წლის ესპანელის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადააიხდის, ხოლო პარიზელები კიდევ 2 მილიონს ბონუსის სახით მიიღებენ.
სარაბიამ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში 18-ჯერ ითამაშა და 2 გოლის გატანის გარდა, 1 საგოლე პასი მიითვალა.