ლოჩოშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება

0
34

იტალიის სერია A-ს აუტსაიდერ „კრემონეზეს“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მასიმილიანო ალვინი გაათავისუფლა. მე-18 ტურში „კრემონეზემ“ შინ „მონცასთან“ 2:3 წააგეს და ალვინის კარისკენ მას მერე მიუთითეს. განვლილ შეხვედრაში მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ ლუკა ლოჩოშვილს არ უთამაშია.
ალვინი გუნდს 2022 წლის ივნისიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით კრემონელებს არცერთი თამაში მოუგიათ და 7 ქულით ბოლო მე-20 ადგილზე არიან. „კრემონეზემ“ ბოლო 4 შეხვედრაში ქულაც ვერ აიღო. ალვინის შემცვლელად დავიდე ბალარდინი მოიაზრება, რომელიც 2021 წელს „ჯენოადან“ დაითხოვეს.
24 წლის ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ მიმდინარე სეზონის წინ ავსტრიის