ნიკა კვეკვესკირმა მიმდინრე წელს პოზნანის „ლეხის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. დუბაიში შეკრებაზე მყოფი პოლონელები გასული წლის ევროპა ლიგის გამარჯვებულ ფრანკფურტის „აინტრახტს“ ესპარინგნენ და დაპირისპირება 2:2 დასრულდა.
პოზნანელთა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ორივე ნახევარმცველმა ითამაშა – კვეკვესკირმა და გიორგი წიტაიშვილმა. „ლეხიდან“ მე-11 წუთზე ანგარიში სობიეჩმა გახსნა, ხოლო 22-ე წუთზე კვეკვესკირმა შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა და ბურთი “ცხრიანში” მოათავსა – 2:0. ის პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, წიტაიშვილმა კი თავიდან ბოლომდე ითამაშა.
„აინტრახტიდან“ 41-ე წუთზე თავი ალარიომ გამოიჩინა, ხოლო 78-ეზე მეტოქის კარი ბუტამ აიღო.



