ლუკა გადრანი კარიერას „აქტობეში“ გააგრძელებს, რომელმაც გასულ სეზონში ყაზახეთის პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და წელს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ამის შესახებ sports.kz იუწყება.
25 წლის მცველმა განვლილ სეზონი „თარაზში“ გაატარა, სადაც 21 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მისი გადაბირება „ქაირათს“ და „კასპიის“ სურდათ, მაგრამ ფეხბურთელმა არჩევანი „აქტობეზე“ შეაჩერა.
გადრანი საქართველოში „ცხინვალში“ და „რუსთავში“ თამაშობდა. ამის შემდეგ, ის ირანის „შაჰინ ბუშირში“ და ლატვიის „ვალმიერაში“ გამოდიოდა. გადრანმა „ვალმიერასთან“ ერთად ლატვიის ჩემპიონატი მოიგო.




