პოჩეტინო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელია

0
1

მაურისიო პოჩეტინო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. 54 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა მაიკლ კერიკი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან გუშინ დაითხოვეს.
პოჩეტინო 2024 წლის აგვისტოდან აშშ-ს ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობოდა. მანამდე, ის „ესპანიოლს“, „საუთჰემპტონს“, „ტოტენჰემს“, „პარი სენ ჟერმენს“ და ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელები პოჩეტინოს კონტრაქტის გამოსყიდვის სანაცვლოდ აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციას 10 მილიონ დოლარს გადაუხდიან.
მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ჩატარებულ 10 ტურში მანჩესტერელებმა ერთი თამაში მოიგეს და 8 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი