ლოვრენი „ლიონში“ ბრუნდება

0
57

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი დეიან ლოვრენი საფრანგეთის ლიგა 1-ში ბრუნდება.
გამოცემა  L’Équipe-სინფორმაციით 33 წლის ფეხბურთელმა „ლიონთან“ 2-წლიანი კონტრაქტის პირობები სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ შეათანხმა. სანკ-პეტერბურგის „ზენიტი“ კომპენსაციად მცირე თანხას მიიღებს, რადგნ ხორვატს რუსულ კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.
ლოვრენი „ლიონში“ 2010-2013 წლებში გამოდიოდა, ხოლო „ზენიტს“ 2020 წელს შეუერთდა. მან ხორვატიის ნაკრებთან ერთად კატარში გამართულ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.