ბრაზილიელი მცველი ალექს სანდრო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტურინის „იუვენტუსიდან“ წავა.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტურინელები ბრაზილიელ მცველთან არ აპირებენ კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც 2023 წლის ზაფხულში იწურება. მიმდინარე სეზონში სანდრო „იუვენტუსში“ მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა.
31 წლის ბრაზილიელი „იუვეში“ 2015 წლის ზაფხულში გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 272 მატჩში 15 გოლი გაიტანა.




