კრიშტიანუ რონალდუ კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონტში გააგრძელებს. „ალ-ნასრმა“ პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.
37 წლის თავდამსხმელმა არაბებთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე დადო. მისი საბაზისო ხელფასი წელიწადში 75 მილიონი დოლარი იქნება, ხოლო კომერციული გადახდებისა და კლუბის ელჩის როლის გათვალისწინებით რონალდუ წელიწადში 200 მილიონ დოლარს გამოიმშავებს.
პორტუგალიელი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოდიოდა, რომელთან კონტრაქტი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ გაწყვიტა – მან კლუბის ხელმძღვანელები და მთავარი მწვრთნელი ღიად გააკრიტიკა.




