დავითაშვილმა წელი საუცხოო მომგებიანი გოლით დახურა

0
56

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ მაისურით საფრანგეთის ლიგა 2-ში მეორე გოლი გაიტანა.
მე-17 ტურში „ბორდომ“ სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტი „სოშო“ მიიღო და 2:1 სძლია. მასპინძლებმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნეს, ხოლო ორ წუთში ბაკვას პასის მერე დავითაშვილმა მეტოქის საჯარიმოში ცრუ მოძრაობით მცველი გააცურა და მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გოლი მართლაც ეფექტური აღმოჩნდა. სტუმრებმა ერთი ბურთი 59-ე წუთზე გაქვითეს.
„ბორდომ“ 31 ქულით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერ „ლე ავრს“ 5 ქულით ჩამორჩება.