კატარის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
57

კატარის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ესპანელი სპეციალისტი ფელიქს სანჩესი დაითხოვეს.
„ერთად რამდენიმე საუცხოო წელიწადი გავატარეთ, რომლებიც ბევრი დაუჯერებელი მომენტით აღსავსე იყო. ეს მომენტები კატარული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება“ – იუწყება კატარის ნაკრების პრესსამსახური.
სანჩესი კატარელებს სათავეში 2017 წელს ჩაუდგა და 2019 წელს აზიის თასი მოაგებინა.
კატარში ჩატარებული მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში მასპინძლებმა ჯგუფში ეკვადორთან (0:2), სენეგალთან (1:3) და ნიდერლანდებთან (0:2) წააგეს.
კატარი მუნდიალების ისტორიაში პირველი მასპინძელი ნაკრებია, რომელმაც გახსნის შეხვედრა წააგო.
კატარი პირველი მასპინძელი ქვეყანაა, რომელმაც ჯგუფში სამივე შეხვედრა წააგო. გარდა ამისა, კატარის ნაკრებმა მუნდიალების ისტორიაში მასპინძელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი გოლი გაუშვა – 7
კატარის ნაკრების მუნდიალების ისტორიაში პირველი მასპინძელია, რომელმაც ჯგუფში მიჯრით 2 მატჩი წააგო. გარდა ამისა, კატარის ეროვნული გუნდი მეორე მასპინძელია, რომელიც ჯგუფში ჩარჩა. პირველი სამხრეთ აფრიკა იყო 2010 წელს.