მამარდაშვილმა წელი მარცხით დაასრულა

0
21

გიორგი მამარდაშვილისთვის ესპანეთის ლა ლიგაში 2022 წელი წარუმატებლად დასრულდა.
„ვალენსია“ დერბიში სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობის დროს იგებდა, ბოლო წუთებზე უქულოდ დარჩა. „ვილიარელი“ 7-თვიანი პაუზის შემდეგ „სერამიკაზე“ დაბრუნდა, რომელსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. შეხვედრის დაწყებამდე „ვილიარელის“ პრეზიდენტმა როიგმა თავისი გუნდის ორი ფეხბურთელი მეკარე ხერონიმე რული და მცველი ხუან ფოიტი დააჯლდოვა, რომლებმაც არგენტინის ნაკრებთან ერთად კაატარში მშოფლიო 2022 წლის ჩემპიონატი მოიგეს. გარდა ამისა, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით პატივი ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს ხსოვნას მიაგეს.
„ვილიარეალმა“ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და მამარდაშვილთან პირისპირ ეტიენ კაპუ დარჩა, რომლის დარტყმული ბურთი საქართველოს ნაკრების მეკარემ მოიგერია. ამის შემდეგ ჩუკვუეზემ საჯარიმოს გარედან შორეულ კუთხეში ძალიან სახიფათოდ დაარტყა და მამარდაშვილმა ნახტომში ბურთი მოიგერია. 21-ე წუთზე „ვალენსიას“ შეტევის დროს ლიმას დარტყმული „ვილიარელის“ მეკარემ მოიგერია, თუმცა,  მეტოქის საჯარიმოში ბურთი ედისონ კავანის მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით გაისწორა და მეორეთი ზუსტად დაარტყა – 0:1.
ამის შემდეგ კავანის გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ მასპინძლები რეინამ გადაარჩინა. ტაიმის მიწურულს „ვილიარეალის“ კონტრშეტევის დროს მარცხენა ფლანგიდან ხერარდ მორენომ სტუმართა საჯარიმოში ჩუკვუეზე მოძებნა, რომელმაც ბურთი გაისწორა და შორეულ კუთხეში გაიტანა – „ვალენსია“ ვერც კარიდან გამოსულმა მამარდაშვილმა გადაარჩინა.
მეორე ტაიმის შუაწელში მორენოს ძალიან სახიფათო დარტყმის მერე მამარდაშვილმა მისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში წასული ბურთი ნახტომში უკუაგდო. 88-ე წუთზე დანი პარეხომ კუთხური ჩააწოდა და კარიდან გამოსულ მამარდაშვილს თავისივე მცველი დიაჰაბი შეეჯახა, რითაც ფოიტმა ისარგებლა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა – 2:1.