რონალდუ: „ალ-ნასრის“ ხედვა შთამაგონებს“

0
61

კრიშტიანუ რონალდუს თქმით „ალ-ნასრის“ ხელმძღვანელების მომავლის ხედვა შთააგონებს და საუდის არაბეთის კლუბში ამიტომ გადავიდა.
„ველოდები, რომ ჩემი თავი ახალ ლიგაში და ქვეყანაში გამოვცადო. „ალ-ნასრის“ ხელმძღვანელების ხედვა ძალიან შთამაგონებს. მიხარია, რომ ახალ თანაგუნდელებს შევუერთდი. ჩვენ ერთად შეგვიძლია გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ“ – განაცხადა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების 37 წლის კაპიტანმა, რომელმაც საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.
37 წლის თავდამსხმელმა არაბებთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე დადო. მისი საბაზისო ხელფასი წელიწადში 75 მილიონი დოლარი იქნება, ხოლო კომერციული გადახდებისა და კლუბის ელჩის როლის გათვალისწინებით რონალდუ წელიწადში 200 მილიონ დოლარს გამოიმშავებს.
პორტუგალიელი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოდიოდა, რომელთან კონტრაქტი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ გაწყვიტა – მან კლუბის ხელმძღვანელები და მთავარი მწვრთნელი ღიად გააკრიტიკა.