„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონი ინგლისის პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 150 გამარჯვება 200-ზე ნაკლებ მატჩში მიითვალა.
მე-17 ტურში „სიტიმ“ სტუმრად „ლიდსს“ 3:1 აჯობა და ბრაზილიის ნაკრების მეკარისთვის ეს მოგება 150-ე აღმოჩნდა. მას ამისთვის 197 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
მანამდე, ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ექსმცველი პატრის ევრა იყო, რომელმაც 150 გამარჯვებას 213 შეხვედრაში მიაღწია.





