ბათუმის “დინამომ” სერბი მარცხენა მცველი დაიმატა. 28 წლის სტეფან ჰაიდინმა ბათუმურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჰაიდინი ბოლო სამი სეზონი სერბეთის “ვოჟდოვაცის” ღირსებას იცავდა. მას ასევე სამშობლოში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდაში” და სუბოტიცას “სპარტაკში” უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელთა ყოფილმა მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ კარიერა დაასრულა.




