ბათუმის „დინამოში“ წარმოშობით დანიელი, მაგრამ ეგვიპტის მოქალაქე ნახევარმცველი ალექსანდრ იაკობსენი ითამაშებს.
ის „კოპენჰაგენის“ და პსვ-ს საფეხბურთო აკადემიაში თამაშობდა. ასევე, პსვ-ს მეორე გუნდში გამოდიოდა.
იაკობსენი ნორვეგიის „ფალკენბერგში“, „ბოდო გლიმტში“ და „სარპსბორგში“, დანიის „ვიბორგში“, შვედეთის „ნორჩოპინგში“ და „კალმარში“, ასევე ეგვიპტის „ვადი დეღლაში“ და „სმოუჰაში“ გამოდიოდა. მან 2017 წელს ეგვიპტის ნაკრებში 1 მატჩი ჩაატარა.
ბათუმურ კლუბს მიაშურა ბელარუსმა მეკარე ანტონ ჩიჩკანმა, რომელმაც გასული სეზონი თბილისის „დინამოში“ ირიცხებოდა, მაგრამ არ უთამაშია.
ამ ფეხბურთელებთან ერთად შავიზღვისპირულ კლუბში 18 წლის მუხრან ბაგრატიონი ჩაირიცხა, რომელიც თბილისის „დინამოს“ აღზრდილია.




