სპალეტი: „ხვიჩა სიტუაციას კარგად გრძობს და მისი აზრების წაკითხვა იოლი არაა“

0
49

ლუჩანო სპალეტის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგად გრძნობს სიტუაციას და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელთა წინასწარ გამოცნობა რთულია.
„პაუზა წაგვადგა, რადგან „კვარა“ დაგვიბრუნდა და ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. მისი მთავარი თვისებაა, რომ შეუძლია მეტოქეს შეუტიოს, ცენტრში შეიწიოს და კარში დაარტყას.
ის ძალიან კარგად გრძნობს სიტუაციას და ისეთი ტრაექტორიების და სვლების პოვნა შეუძლია, რომელთა წაკითხვა იოლი არაა“ – განაცხადა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა „ვილიარეალთან“ ამხანაგურ მატჩში 2:3 მარცხის შემდეგ.