გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატში პენალტი აიღო, მაგრამ „ანორთოსისი“ საბოლოოდ მარცხს მაინც ვერ გადაურჩა.
მე-15 ტურში ფამაგუსტელები ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქე აპოელს დაუპირისპირდნენ, სადაც სამი ქართველი ლეგიონერი გამოდის და მინიმალური ანგარიშით წააგეს.
მასპინძლებს დაწინაურება მე-11 წუთზე შეეძლოთ, მაგრამ მარკინიოსის დარტყმული პენალტის შემდეგ, ლორიამ კუთხე გამოიცნო და ბურთი ხელებში მეორე ცდით შეიმაგრა.
29-ე წუტზე „ანორთოსისის“ სომეხმა ფეხბურთელმა ჰაროიანმა ბურთი თავის კარში გაიტანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
აპოელში საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა და ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ, რომელიც კაპიტანი იყო, შეუცვლელად ითამაშეს. ბუბა დაუშვილი თადარიგში იყო, მაგრამ მოედანზე არ შესულა. „ანორთოსისის“ განაცხადში კიდევ ერთი ქართველი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე ვერ მოხვდა.
აპოელი 36 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ხოლო „ანორთოსისი“ 18 ქულით მერვეა.







