კვარაცხელიას პირველი გოლი დაბრუნების შემდეგ

0
52

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის მოშუშების შემდეგ „ნაპოლის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. ნეაპოლელებმა ამხანაგური მატჩში დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე „ვილიარეალთან“ ჩაატარეს და 2:3 წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და 77-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:3 აგებდნენ, თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
ესპანელები მე-12 წუთზე კაპუემ დააწინაურა, ხოლო ერთ წუთში ოსიმენმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 67-ე წუთზე „ვილიარეალიდან“ თავი ჯეკსონმა გამოიჩინა, 70-ეზე კი – ხერარდ მორენომ.
კვარაცხელიამ, რომელიც „ნაპოლიში“ სადებუტო სეზონს ატარებს, ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.