ბაჩანა არაბულმა ავსტრალიის უმაღლესი დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა, რომლითაც „მაკარტურს“ მოაგებინა.
მე-8 ტურში „მაკარტური“ შინ „პერტ გლორის“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა მიითვალა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მცველებს დაასწრო და ახლო მანძილიდან თავით ზუსტად დაარტყა. ის 81-ე წუთზე შეცვალეს.
28 წლის არაბული „მაკარტურს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 3 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.




