გიორგი ნიქაბაძე მომავალ წელსაც წყალტუბოს “სამგურლში” ითამაშებს. 31 წლის თავდამსხმელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ის “სამგურალში” ზაფხულში, მესამე წრის დაწყებამდე მოვიდა და 18 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
განსაკუთრებით წარმატებით მან ბოლო ტურებში ითამაშა, როცა ზედიზედ სამ შეხვედრაში მეტოქეთა კარი ოთხჯერ დალაშქრა.





