ბექა მიქელთაძემ „ნიუკალს ჯეთს“ ავსტრალიის უმაღლესი დივიზიონის მე-7 ტურში მოაგებინა.
ნიუკასლელები სტუმრად „სენტრალ კოასტ მარინერს“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა და 66-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1;1 იყო, ბექა დარციმელიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავით გაიტანა. დარციმელია 82-ე წუთზე შეცვალეს. მიქელთაძემ მიმდინარე სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა. „ნიუკასლ ჯეთსი“ 9 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე „ბორდო“, სადაც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ამხანაგური შეხვედრა ინგლისის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „ბრენტფორდთან“ ჩაატარა და 2:1 გაიმრჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში 24-ე წუთზე გაათანაბრა.
21 წლის დავითაშვილმა, რომელიც „ბორდოში“ სადებიუტო სეზონს ატარებს. ჩემპიონატში ჩატარებულ 7 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მან ერთხელ თავი საფრანგეთის თასზე გამოიჩინა.






