ბექა ბურჯანაძემ იტალიის სერია A-ში წარმატებული მატჩი ჩაატარა. ტრიესტესთან მატჩში მან პირადი რეკორდი დააფიქსირა, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ მისი კლუბი, “რეჯიო ემილია” უშუალო კონკურენტთან დამარცხდა – 79:84. რეჯინამ პირველი ტაიმი 10 ქულით დათმო, რის შემდეგაც ტრიესტეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.
ბექამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი. ბურჯანაძემ 4-დან ერთი ორქულიანი, 7-დან სამი სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.
ქართველი კალათბურთელის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 7 ქულით მეტი ჩააგდო, რაც რეჯინაში საუკეთესო შედეგი იყო.
რეჯინამ სეზონში მეშვიდედ წააგო და ჩემპიონატში 4 ქულით მე-14 ადგილზეა. ბურჯანაძე მომდევნო ტურში გათამაშების ლიდერ მილანოს დაუპირისპირდება.



