იაპონელთა მწვრთნელი: „ახალი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა“

0
50

იაპონიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჰაჯიმე მორისუსთვის ახალი მიზანი კატარის მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გასვლაა. მან ამის შესახებ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ესპანეთთან (2:1) გამარჯვების და 1/8-ფინალში გასვლის მერე განაცხადა, სადაც აზიელები ხორვატიას დაუპირისპირდებიან.
„ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გულშემატკივარს და იაპონელ ხალხს მხარდაჭერისთვის. მათი წყალობით ეს რთული მატჩი მოვიგეთ. მიხარია, რომ ყველას ეს გამარჯვება ვაჩუქე. ახალი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა.
ჩვენი მოთამაშეები მსოფლიო არენაზე ბრძოლოს სხვა დონეს აჩვენებენ. ამიტომ, გვინდა ჩვენი რეკორდი გავაუმჯობესოთ და 1/4-ფინალში გავიდეთ“ – იუწყება იაპონელთა თავკაცის ნათქვამს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.