კარლუშ კეირუში ირანის ნაკრებიდან წავიდა

0
33

კარლუშ კეირუშმა ირანის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მან ეს ნაბიჯი კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში აშშ-სთან 0:1 წაგების და 1/8-ფინალში ვერგასვლის შემდეგ მიიღო.
69 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ირანის ნაკრებს სათავეში მეორედ მიმიდინარე წლის 7 სექტემბერს ჩაუდგა. მანამდე, ის აზიელებს 2011-2019 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით ირანელებმა 2019 წელს აზიის თასზე მე-3 ადგილი დაიკავეს.
ლაშა თაბაგარი