ავსტრალიის ნაკრები კატარის მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში გავიდა. D ჯგუფის ბოლო ტურში ავსტრალიელები დანია შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიელები ფავორიტად მიიჩნეოდნენ, „მწვანე კონტინენტის“ ფეხბურთელებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე ლეკიმ გაიტანა, რომელმაც ავსტრალიელთა კონტრშეტევის დროს ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ავსტრალიამ 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რის წყალობით შემდეგ ეტაპზე ითამაშებს. დანიამ კი ტურნირი 1 ქულით და ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა.
მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი ტუნისს დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ფაქტობრივად მეორე შემადგენლობა დააყენა და იმავე მბაპე გრიზმანთან ერთად მეორე ტაიმში შემოიყვანა, მაგრამ „სამფეროვნები“ პირველ მარცხს ვერ გადაურჩნენ.
ტუნისიდან თავი ხაზრიმ გამოიჩინა, რომელმაც საუცხოო სოლო რეიდი ზუსტი დარტყმით დაასრულა. მატჩის ძირითადო დროსთვის დამატებულ ბოლო წუთზე გრიზმანმა ანგარიში გაათნაბრა, მაგრამ რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ გოლი გაუქმდა. ტუნისმა არსებობის ისტორიაში საფრანგეთი ოფიციალურ მატჩში პირველად დაამარცხა, მაგრამ პლეი-ოფში ვერ გავიდა. მანამდე, ამ გუნდებს შორის ჩატარებული 4 თამაშიდან ფრანგებმა 2 მოიგეს, ხოლო ამდენივე ფრედ დასრულდა.
მეკარე სტივ მანდანდა 37 წლის და 247 დღის ასაკში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც ოდესმა საფრანგეთის ნაკრებში უთამაშია. ტუნისი 4 ქულით ჯგუფში მე-3 პოზიციაზე გავიდა, ხოლო საფრანგეთი 6 ქულით პირველია.



