გარეთ საუთგეიტი: „რაშფორდს ჰეთ-თრიქიც შეეძლო“

0
42

ინგლისელების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა, უელსთან (3:0) გამარჯვების და 1/8-ფინალში გასვლის შემდეგ, სადაც სენეგალს შეხვდებიან მარკუს რაშფორდი შეაქო, რომელმაც მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში დუბლი შეასრულა.
„პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ საკმარის საგოლე მომენტებს ვერ ვმქნიდით. საკუთარი ძალის უფრო მეტად უნდა გვერწმუნა და მეტოქისთვის შეგვეტია. წინ გაცილებით სწრაფად თამაში გვმართებდა.
ორი გოლი როდესაც გავიტანეთ, მივხვდით, რომ გავტეხეთ მეტოქე, რომელსაც რთული ტურნირი ჰქონდა.
რაშფორდის ორი გოლი ძალიან კარგია. ის მონდომებით ვარჯიშობდა და ტრავმის შემდეგ დაბრუნებული დამაჯერებელი იყო. ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო. ჯარიმიდან გატანილი ბურთი ეს ისაა, რაც მას შეუძლია – დაუჯერებელი დარტყმა შეასრულა.
ჩემი აზრით, რაშფორდი და ფოდენი პირველ ტაიმში საკმაოდ შეუმჩნეველები იყვნნე და ამიტომ, მათ ფლანგები შევუცვალეს. ორივე მოთამაშეზე ამ ცვლილებამ კარგად იმოქმედა და გოლები გაიტანეს“ – ციტირებს საუთგეიტს BBC.