ლუის ვან გაალი: ‘შემდეგ ეტაპს პოზიტიური განწყობით ვხვდებით“

0
59

ლუის ვან გაალის თქმით, მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალს პოზიტიური განწყობით ხვდება. მან ამის შესახებ ჯგუფის ბოლო მატჩში კატართან (2:0) გამარჯვების და შემდეგ ეტაპზე გასვლის მერე განაცხადა, სადაც „ნარინჯისფრები“ აშშ-ს დაუპირისპირდებიან.
„ბურთს გაცილებით დიდი ხაანი ვფლობდით, ვიდრე ეკვადორთან მატჩში. მემფის დეპაიმ გამარჯვებაში საკვანძო როლი ითამაშა, რადგან ორივე საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა. თუმცა, მას უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან თითქმის 2 თვეა არ უთამაშაია
შემდეგ ეტაპს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოზიტიური განწყობით ვხვდებით. კოდი გაკპო ახალგაზრდაა და მას ყველაფერი აქვს, რომ მომავალში დიდი ვარსკვლავი გახდეს“ – იუწყება 71 წლის სპეციალისტი ნათქვამს ნიდერლანდური მედია.