მორიგი მოულოდნელი შედეგი მუნდიალზე – მაროკომ ბელგიას სძლია

0
33

ყატარის მუნდიალზე კიდევ ერთი მიულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. მე-2 ტურში F ჯგუფში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ბელგიის ნაკრები მაროკოს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
შედეგი ლოგიკურია, რადგან მაროკომ ორი ტაიმის განმავლობაში ბელგიას პირწმინდად აჯობა და ამ მუნდიალზე სენეგალის შემდეგ მეორე აფრიკული გუნდი გახდა, რომელმაც თამაში მოიგო.
პირველ ტაიმში ჰაკიმ ზიეჩმა საჯარიმო დარტყმის შემდეგ ანგარიში გახსნა, მაგრამ რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ გოლი არ ჩაითვალა, რადგან მეტოქის კარის წინ მდგომ საისზე თამაშგარე დაფიქსირდა.
73-ე წუთზე საბირიმ 30 მეტრიდან და თან მახვილი კუთხიდან „ჯარიმა“ დაარტყა, ხოლო კარის წინ მდგომი საისი ბურთს ოდნავ შეეხო, რის შემდეგ ანგარიში გაიხსნა.
მოედანე ვითარებისს გამოსასწორებლად რობერტო მარტინესმა მოედანზე რომელუ ლუკაკუ შეუშვა, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ ამის საპირისპიროდ ბელგიამ ბურთი თავის კარში მიიღო.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ზიეჩი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და კარგი პასი მისცა აბუხლალს, რომელმაც ერთი შეხებით „ცხრიანში“ შეაგდო.
მაროკო 4 ქულით ჯგუფში ლიდერია, ხოლო ბელგია 3 ქულით მეორეა. შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს მაროკომ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს 3:0 სძლია.
დღის პირველ მატჩში იაპონიამ, რომელმაც პირველ მატჩში გერმანიას აჯობა კოსტა რიკასთან წააგო, ვისაც ესპანეთმა პირველ ტურში 7 უპასუხო ბურთი გაუტანა.
საკმაოდ მოსაწყენ შეხვედრაში ერთადერთი გოლი კოსტა რიკელმა ფულერმა 81-ე წუთზე გაიტანა, როდესაც საჯარიმოში მყოფმა ბურთი თავს ზემოთ წინ გამოსულ იაპონელ მეკარეს გადაუგდო.