მარკო ვან ბასტენი: „ვან დეიკი მხოლოდ ლაპარაკობს და ცოტას აკეთებს“

0
80

ლეგენდარულმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე ნიდერლანდები-ეკვადორის (1:1) მატჩის შემდეგ მცველი ვირჯილ ვან დეიკი გააკრიტიკა.
„ის მხოლოდ იდგა და უყურებდა ვალენსიას გოლი როგორ გაჰქონდა. რას უყურებდა? მან ინიციატივა უნდა გამოამჟღავნოს, მაგრამ საკუთარ თავზე ლიდერის როლს არ იღებს. ის მხოლოდ ლაპარაკობს და ცოტას აკეთებს.
ვან დეიკმა თავის თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან ყველა დანარჩენი მოთამაშე იჩაგრება. იგი მოედანზე ლიდერი უნდა იყოს. ძალიან ნელია და პასს მხოლოდ ნათან აკეს ან იურენ ტიმბერს აძლევს. ვან დეიკს ხშირად ვაკრიტიკებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია. იქნებ ერთი პასი წინ მაინც გააკეთოს“ – განაცხადა ნიდერლანდებთამ ერთად ევროპის 1988 წლის ჩემპიონატის მომგებმა ვან ბასტენმა ტელეარხ NOS-თან.