გლაზგოს „რეინჯერსის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჯოვანი ვან ბრონხორსტი დაითხოვეს. ამჟამად, „რეინჯერსი“ შოტლანდიის პრემიერ ლიგაში 55 ქულით მეორეა და ლიდერ თანაქალაქელ „სელტიკს“ 9 ქულით ჩამორჩება.
47 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი გლაზგოელებს 2021 წლის ნოემბრიდან ავარჯიშებდა. მისი თავკაცობით შარშან „რეინჯერსმა“ შოტლანდიის თასი მოიგო და ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ფრანკფურტის „აინტრახტთან“ დამარცხდა.
მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „რეინჯერსმა“ ექვსივე მატჩი წაიგო და გატანილ-გაშვებული გოლების (-20) სხვაობით ტურნირის ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა.





