ბეილის ისტორიული გოლი

0
62
Soccer Football - FIFA World Cup Qatar 2022 - Group B - United States v Wales - Ahmad Bin Ali Stadium, Al Rayyan, Qatar - November 21, 2022 Wales' Gareth Bale celebrates scoring their first goal REUTERS/Hannah Mckay TPX IMAGES OF THE DAY

გარეთ ბეილი მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის შემდეგ, უელსის ეროვნული ნაკრების პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალის დასკვნით ეტაპზე გოლი გაიტანა.
კატარში მიმდინარე მსოფლიო პირველობის B ჯგუფში უელსისა და აშშ-ს ნაკრებების დაპირისპირება 1:1 დასრულდა. 36-ე წუთზე ამერიკელებიდან ანგარიში ცნობილი ლიბერიელი ფეხბურთელის ჟორჟ ვეას ვაჟმა ტიმოტი ვეამ გახსნა. მამამისი ამჟამად ლიბერიის პრეზიდენტია. 82-ე წუთზე ბეილმა პენალტი „გამოიმუშავა“, რომელიც თავად ზუსტად დაარტყა. ის 41 გოლით უელსის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. გარდა ამისა, მან ეროვნულ გუნდში 109 თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით კრის განტერს გაუთანაბრდა. აღსანიშნავია, რომ უელსელებს მუნდიალზე თამაში არასოდეს მოუგიათ. აშშ-სთან ფრედ დასრულებული შეხვედრის გარდა, მათ 1958 წელს სამი მატჩი ასევე ყაიმით დაამთავრეს.