საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს, ეროვნული გუნდიდან 3 ფეხბურთელი დაემატა – გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი. სამივე ვილი სანიოლის განკარგულებაში 17 ნოემბერს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მაროკოსთან 0:3 წაგებული სპარინგის დროს იყო.
რამაზ სვანაძის გაწვრრთნილი გუნდი მიმდინარე წელს ორშაბათს, 21 ნოემბერს, გორში, უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს.





