ლუკა სილაგაძე ლატვიის ჩემპიონი გახდა. დასკვნით 36-ე ტურში „ვალმიერამ“, რომელშიც ქართველი ნახევარმცველი მესამე სეზონია გამოდის, სტუმრად თამაზ პერტიას გაწვრთნილი „ლიეპაია“ 2:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა.
23 წლის სილაგაძემ მიმდინარე სეზონში „ვალმიერაში“ 32 მატჩი (13 სასტარტოში) ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ის ლატვიურ კლუბში გადასვლამდე თბილისის „ლოკომოტივში“ და „რუსთავში“ თამაშობდა.




