„ნაპოლიმ“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის იტალიის სერია A-ში წელიწადი ლიდერის რანგში და წაუგებლად დაასრულა.
ხვიჩა კვარაცხელია მასპინძლების განაცხადში არ იყო, რადგან ზურგის ტრავმა აწუხებს. მან შიდა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრა გამოტოვა. მასპინძლებიდან მე-15 წუთზე ანგარიში ოსიმენმა გახსნა. 31-ე წუთზე პიოტრ ზელინსკიმ მეორე გოლი გაიტანა. 58-ე წუთზე ნეაპოლელებიდან თავი ელმასმა გამოიჩინა.
79-ე წუთზე ანგარიში ნესტეროვსკიმ შეამცირა. 82-ე წუთზე სამარჯიჩმა „ნაპოლის“ კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო – 27 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა. „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში სასტარტო 15 თამაშიდან 13 მოიგო, რაც მანამდე მხოლოდ „იუვენტუსმა“ მოახერხა – 1949, 2005, 2013 და 2018 წლებში. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებს თამაში არ წაუგიათ.
„ნაპოლი“ 41 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.



