ელგუჯა ლობჯანიძემ თავის ყაზახურ კარეირაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ყაზახეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში „ყიზილჟარმა“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი გამოდის შინ „კასპიი“ 4:0 დაამარცხა. ლობჯანიძემ თავის ანგარიშზე ჰეთ-თრიქი ჩაიწერა. მან მასპინძლები მე-10 წუთზე დააწინაურა, ხოლო 42-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. 67-ე წუთზე ლობჯანიძემ სტუმრები მესამედ დაამწუხრა. ის 70-ე წუთზე შეცვალეს. 30 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში 7 გოლია. მას მანამდე ამ ქვეყნის ჩემპიონატში ჰეთ-თრიქი არასოდეს შეუსრულებია. „ყიზილჟარმა“ შეხვედრაში ბოლო გოლი 79-ე წუთზე გაიტანა. პეტროპავლოვსკელებს 30 ქულა დააგროვეს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზე გავიდნენ.
პრემიერ ლიგიდან გავარდა ლუკა იმნაძის და თომა ტაბატაძის “აკჟაიკი”, რომელიც ბოლო ტურში “ტობოლთან” 1:3 დამარცხდა.





