ირაკლი აზაროვი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ სასტარტო შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. სერბეთის სუპერლიგის მე-18 რაუნდში ბელგრადელებმა „მლადოსტი“ მიიღეს დ 2:0 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა მოედანზე საწყისი 69-ე წუთი დაჰყო და შემდეგ შეცვალეს. მან სასტარტოში 4 სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა. სულ კი, სერბეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 5 შეხვედრაში მოედანზე პირველი წუთიდან 3-ჯერ იმყოფებოდა. მოქმედი ჩემპიონი „ცრვენა ზვეზდა“ 47 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.
დანიის სუპერლიგის მე-16 ტურში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ კედლებში „ლუნგბიუს“ 3:0 აჯობა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და მე-18 წუთზე გააფრთხილეს. „კოპენჰაგენი“ 24 ქულით 12 გუნდში მესამეა.





